- 2021-06-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
25 ივნისს 11:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი №48/4821172160; 21/06/2021).
/მ. შალამბერიძე/
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მ. შალამბერიძე/
3. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მ. შალამბერიძე/
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარე 1039 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 29.04.36.063) სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით, 10 (ათი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მ. შალამბერიძე/
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი №48-482115533, 04/06/2021).
/მ. შალამბერიძე/
6. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი პროექტების განხილვისა და მოწონების შესახებ.
/მ. შალამბერიძე/
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
/მ. შალამბერიძე/
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2021 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
/მ. შალამბერიძე/