- 2022-09-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრი სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხზე
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის“ 56 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე.
აგრეთვე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მარეხი კანკაძე ესწრებოდა.