- 2022-11-21
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, კომისიის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნებით, უკან დაუბრუნდება მუნიციპალიტეტის მერიას.
დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღღიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2022 წლის II-III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიამ იმსჯელა შემდეგ საკითხზე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს სს „სილქნეტი“–სათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით 2 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული გარე განათების ბოძის გადაცემის საკითხი.
კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
აგრეთვე, კომისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 12.8 კვ.მ. ფართის(საკ.კოდი #29.08.34.014.01.527) სარგებლობის უფლებით, იჯარით, ელექტრონული აუქციონის ფორმით წლის ვადით გაცემის საკითხი.