- 2022-12-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის №48-482234173, 07/12/2022წ. წერილის და ასევე, მუნიციპალიტეტის მერის №48-482234175, 07/12/2022წ. წერილის განხილვის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (მუნიციპალიტეტის მერის №48-482234176, 07/12/2022წ. წერილის განხილვა).
აგრეთვე, კომისიამ განიხილა ჯვარის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ერთჯაჭვა 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი წყალტუბოს“ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების გეგმის დამტკიცების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს ამავე კომისიის 2023 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მარეხი კანკაძე და ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იასონ გაბუნია ესწრებოდნენ.