ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის ტავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2023 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

დეპუტატებმა იმსჯელეს შპს „ტელეკომ I“-სათვის  (ს/კ 405374063) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 2 წლის ვადით ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განთავსებული გარე განათების ბოძების  სარგებლობაში  გადაცემის საკითხზე.

ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით  გადაცემისას  ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩა N2–ში მდებარე, შენობის (საკ.კოდი N29.08.33.031) მესამე სართულზე განთავსებული 216 კვ.მ. ფართის  პირდაპირი განკარგვის წესით,  12 (თორმეტი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა  „ოცნება“-სთვის სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.

კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და აგრეთვე,  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 10173.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის  საკ. კოდი #29.08.32.531 (ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ არსებული ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონი) და 4677.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკ. კოდი #29.08.32.532 (ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ)  ა(ა)იპ „წყალტუბო არენა“-სთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხზე.

აგრეთვე, კომისიამ განიხილა „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) –  ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)”-ის პროექტის ფარგლებში გრანტით დასაფინანსებელი  პროექტის  განხილვისა და მოწონების საკითხი.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით  გადაცემისას  ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.