ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და ასევე, პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს, ქალაქ წყალტუბოში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული (#29.08.36.092 საკადასტრო კოდით) რეგისტრირებული უძრავი ქონების, განთავსებული მოძრავი ქონებებით (ინვენტარი) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,  არსებობის ვადით,  მოვლა-პატრონობისა და შენახვის მიზნით  ა(ა)იპ „წყალტუბო არენა“-სთვის გადაცემის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.