ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩა #11-ში მდებარე შენობის პირველ და მეორე სართულზე განთავსებული 546,50 კვ.მ. ფართის (საკ.კოდი #29.08. 31. 529. 01. 500) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სამხატვრო სკოლის განსათავსებლად ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“-სათვის გადაცემის საკითხი.
კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს შპს „მაგთიკომი“-სათვის ოპტიკური კაბელის განთავსების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, 5 წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების გადაცემის საკითხი.
ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს სს „სილქნეტი“–სათვის ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული 5 ერთეული გარე განათების ბოძის (ხაზოვანი ნაგებობა) საკ. კოდი #29.00.452 გადაცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში, მოქალაქე არჩილ მენთეშაშვილის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.13.38.588) სასტუმრო დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის განხოციელებისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი #29.08.34.107) 33.5 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ცენტრის განსათავსებლად ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი“-სათვის გადაცემის საკითხი.
აგრეთვე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი N 29.08.34.107) პირველ სართულზე განთავსებული 13.25 კვ.მ. ფართის ინდ. მეწარმე „მურთაზ კანკაძისათვის“ ადგილობრივი ბეჭდვითი გაზეთის ფუნქციონირების მიზნით, საოფისე ფართისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადაცემის საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზაზა ერბელიძე ესწრებოდა.