- 2024-03-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ამავე კომისიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
აგრეთვე, კომისიამ განიხილა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის’’ 2016 წლის 31 მაისის №10 და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის’’ 2016 წლის 31 მაისის №11 ხელშეკრულებების (2022 წლის 12 დეკემბრის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების (ჩანაცვლების) N7.) შეწყვეტის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის დამტკიცების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის VAZ 2121 (NIVA), საიდენტიფიკაციო ნომერი: XTA212140V1289341, სახ. ნომერი SS 999 MX და ავტომანქანის VOLKSVAGEN PASSAT VARIANT საიდენტიფიკაციო ნომერი: WVWZZZ3BZWE160096, სახ. ნომერი SC 656 CC სამსახურეობრივი საჭიროებისთვის, საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს მოქალაქე ბორის პუშენკოს განცხადების განხილვის საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მარეხი კანკაძე ესწრებოდა.