ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს შპს „მაგთიკომი“-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. წყალტუბოში რუსთაველის ქუჩა #27-ში ს/კ 29.08.34.107 მდებარე 2 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინის კონსტრუქციის (ანძა) ნაწილი ანტენისა და  აპარატურის განთავსების მიზნით, გადაცემის საკითხი.

ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, სამშენებლო კომპანია „ეკრანი+“ -ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09. 41 074) „მწვანე ქალაქი“ საცხოვრებელი უბნის მშენებლობასთან დაკავშირებით  განაშენიანების დეტალური გეგმის  ინიციირების შეთანხმების საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით,   პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით  გადაცემისას  ქირის საწყისი   წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის  საკითხი.

აგრეთვე, კომისიამ განიხილა შპს „რეტრო იმერეთი“-სათვის (ს/კ 412777400)  ტურისტური ზონის მოსაწყობად,   49 წლის ვადით, იჯარით, შესაბამისი პირობებით სარგებლობის უფლებით,  ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N39ა-ში მდებარე უძრავი ქონების (საკ.კოდი N29.08.37.069)  გადაცემის საკითხი.

სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზაზა ერბელიძე ესწრებოდა.