- 2024-07-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების წყალტუბოს მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, №2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ. კოდი #29.08.37.055) პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 1 წლის ვადით, საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი სახლი“-სათვის გადაცემის საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ავტობუსის მარკა/მოდელი ISUZU NOVOCITI BUS, ვინ ნომერი: NNAMOBVLN02005149; სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი.
კომისიის წევრებმა განიხილეს სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ინვენტარი) სარგებლობაში გადაცემის საკითხი.