ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის  სამსახურის მიერ  2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომაზე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების    სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით –  იჯარით გადაცემისას  ქირის  საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის (მუნიციპალიტეტის მერის  №48-4824239172, 26/08/2024 წერილის განხილვა) და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების    სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით –  იჯარით გადაცემისას  ქირის  საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის  (მუნიციპალიტეტის მერის  №48-4824239173, 26/08/2024 წერილის განხილვა) საკითხი.