- 2024-11-19
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.
აგრეთვე, კომისიამ განიხილა ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს სს „სილქნეტი“–სათვის 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ქალაქ წყალტუბოში, დედა ენის ქუჩაზე ს/კ 29.00.672 მდებარე 5 ერთეული გარე განათების კონსტრუქციის გადაცემის საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა 160 ერთეული პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის, რიცხული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე, რომელთა ღირებულება შეადგენს 86880 ლარს, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი“-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.