- 2024-11-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2024-2025-2026 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, შანიძის ქუჩა #1-ში მდებარე შენობის (საკ. კოდი #29.08.37.143) პირველ სართულზე განთავსებული 443.9 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში არსებულ არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში (ს/კ 29.08.33.865) განაშენიანების კოეფიციენტების (კ-1) და განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) განსაზრრის შეთანხმების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სირცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზაზა ერბელიძე ესწრებოდა.