- 2024-12-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტობუსის მარკა/მოდელი ISUZU NOVOCITI BUS, ვინ ნომერი: NNAMOBVLN02005149; საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს ამავე კომისიის 2025 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.