- 2025-01-31
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2024 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხზე.
სხდომაზე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული საფეხბურთო მოედნის ტექნიკის ა(ა)იპ „წყალტუბო არენა“-სთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი.