- 2025-07-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიამ იმსჯელა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“ -სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული, როიალის “ესტონია“ (სერიული N5571, საინვენტარიზაციო NOO1474, ნარჩენი საბალანსო ღირებულება ნული ლარი), უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-სათვის ფოტოაპარატის Canon EF-S 18-135 mm საკუთრებაში გადაცემის საკითხი.