ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე  განთავსებული  კაფე-ბარის 08 (1) პირობით 10 წლის ვადით, იჯარის უფლებით,  აუქციონის  წესით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.

კომისიამ ასევე განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით   გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

დეპუტატებმა, იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2026 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.