ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 – 2027 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხი.