ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის N8 (გ-49.4926028001) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

კომისიამ ასევე „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის N9 (გ-49.49260288) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილა.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

კომისიამ ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 12.8 კვ.მ. სარგებლობის უფლებით, იჯარით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 3 (სამი) წლის ვადით, გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელა.

დეპუტატებმა, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (საკ. კოდი # 29.08.34.187) განთავსებული კაფე-ბარის 08 (1) განმეორებითი ელექტრონული აუქციონის პირობების განსაზღვრისა და ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის შემცირების საკითხი განიხილეს. .

კომისიის წევრებმა იმსჯელეს მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.