- 2022-02-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა შპს „მაგთიკომი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, რკინის კონსტრუქციის (ანძა) ანტენის აპარატურის განთავსების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ავთანდილ მხეიძის წერილი, რომელიც შეეხებოდა ქუჩის სახელწოდებას.