- 2023-02-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
24 თებერვალს, 11:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 1530 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკ.კოდი N29.14.34.322) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
4. ქალაქ წყალტუბოში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩის I შესახვევი, №1-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1368 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი #29.08.31. 525) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი 341.8 კვ.მ.) ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/
5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 თებერვლის №21 (გ-49.4923038001) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/