ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

29 სექტემბერს,  12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის  სამსახურის მიერ 2022 წლის  I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/

2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის #31 (გ-49.49220843)  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

3. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის“ 56 (ორმოცდათექვსმეტი) ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით,   სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას  ქირის  საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/