ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

24 თებერვალს, 16:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

3. შპს „მაგთიკომი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით,  რკინის კონსტრუქციის (ანძა) ანტენის აპარატურის განთავსების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ავთანდილ მხეიძის წერილის განხილვა, ქუჩის სახელწოდების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/