- 2022-12-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
გაეროს ბავშვთა ფონდმა და ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)-მა წლის საუკეთესო მოხალისეები დააჯილდოვა.
ღონისძიებას 63 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისა და სკოლების წარმომადგენლები და მოხალისეები ესწრებოდნენ.
15 გამარჯვებულ მოხალისეს შორის აღმოჩნდნენ და დაჯილდოვდნენ N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლიზი ქაჯაია და ინნა ხელაია, მადლობის სიგელები გადაეცათ ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის “ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის”მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ეკოლოგიის წრის მოსწავლეებს: ანა გოდერიძეს და თინა ჭოლოკავას (ხელ-ლი: ცირა ბერეკაშვილი)
სპეციალურმა ჟიურიმ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ღასან ხალილმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი გივიაშვილმა 15 გამარჯვებულ მოხალისეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მადლობის სიგელი მოზარდი მოხალისეების განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის გადაეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას.
მსოფლიო მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდის“ მხარდაჭერით გაიმართა.