გამწვანების სამუშაოები ქალაქში

წყალტუბოში ქალაქის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ცენტრალურ პარკში ახალი ნერგების დარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.
გამწვანების პარალელურად პარკში 30 ერთეული ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი უკვე დაიდგა.
უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებით 200 კონტეინერის შემოტანა, რომელთა განაწილებას ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავებისა გაერთიანება” უზრუნველყოფს