- 2021-12-31
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ ახალი წლის დღესასწაული მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას მიულოცეს და აქ მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
დღნორისა და მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტუმრობისას თვითმმართველობის პირველი პირები ადგილობრივებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მაღალმთიან სოფლებში აუცილებელია მეტი ყურადღება დაეთმოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას, ახალგაზრდების განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას.
,,ახალი წელი ყოველთვის უკავშირდება ახალ იმედებს, ადამიანებს დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა, პანდემიის პირობებში ყველაზე კარგად გამოჩნდა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ერთიანობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, იმედი მაქვს, რომ 2022 წელი იქნება წარმატებებისა და სიხარულის მომტანი”-გენადი ბალანჩივაძე
საახალწლო საჩუქრები წყალტუბს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებმა ყველა ბავშვმა მიიღო