- 2024-08-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს’’ დაარსებიდან 85 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მერის მოადგილე გია კვასტიანი გაზეთის რედაქტორს მურთაზ კანკაძეს შეხვდნენ და მადლობის სიგელი გადასცეს.
,,გაზეთმა ,,ახალმა წყალტუბომ’’ ყველა გამოწვევას გაუძლო, ბევრი წინააღმდეგობა დაძლია და თავისი წვლილი შეიტანა, ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ისტორიაში. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს გისურვებთ საინტერესო სიახლეებს, ერთგულ მკითხველთა სიმრავლესა და წარმატებებს’’ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე, წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში შეკრებილმა საზოგადოებამ, გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს’’ თანამშრომლებმა ისაუბრეს წყალტუბოში 85 წლის განმავლობაში გაზეთის გამოცემის მნიშვნელობაზე, ბეჭდური მედიის როლზე, ცნობილ მწერლებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც გაზეთში სხვადასხვა დროს აქვეყნებდნენ პუბლიცისტურ წერილებს.
გამომსვლელებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხდეს საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, სერგეი მესხის პრემიის ლაურეატს, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს მურთაზ კანკაძეს გაზეთის შენარჩუნებისა და 40 წლის განმავლობაში რედაქტორობისთვის.
,,ადამიანზე გამძლეა თიხა, მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა” – ოთარ ჭილაძის ამ სიტყვების შეხსენებით საიუბილეო საღამოს წამყვანმა, წყალტუბოს მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერმა, სულიკო სვანიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ სიტყვასთან ჭიდილი, ცხოვრების საზრისის შეცნობა და ისტორიის ფურცელზე გადატანა არის ყველაზე საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული ადამიანები ასრულებენ.