გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ესწრებოდა.
სხდომაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების 2024 წლის სტატისტიკაზე ისაუბრა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ნინო ლომსიანიძე.
შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობას“ თავმჯდომარემ ლეილა აშორდიამ მინი პროექტ „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ისაუბრა .
საბჭოს სხდომაზე, საბჭოს წევრებმა განიხილეს 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საკითხი, რომელიც 25 ნოემრიდან იწყება და გრძელდება 10 დეკემბრამდე.
ასევე, სხდომაზე პროექტი მდგრადი განვითარების კონცეფციის საკითხების განხორცილებაზე სსიპ ოტიო იოსელიანი სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში და „შეცვალე რეალობა“ პრეზენტაციის სახით წარადგინა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა და საზოგადოებრივი კავშირის “ანდამატის” თავმჯდომარემ ფაქიზო ფანჩულიძემ.