- 2023-12-31
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ძვირფასო წყალტუბოელებო! თქვენ და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ შობა- ახალი წლის დღესასწაულს.
ეს დღე ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად უკავშირდება იმედს, უკეთესი მომავლის რწმენას, ამავე დროს დაგვაფიქრებს წარსულსა და აწმყოზე.
სასიხარულოა, რომ 2023 წელს საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რაც ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია.
სახელმწიფოს ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის მთავარ პრიორიტეტად რჩება, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გაძლიერებას.
გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა და დამსვენებელთა რაოდენობა, განხორციელდა 120-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა 15 საცხოვრებელი კორპუსი, მოეწყო საზოგადოებრივი სივრცეები, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, როგორც ქალაქში, ასევე 34 სოფელში, დაიწყო წყალარინების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტი, განახლდა ხიდები, აშენდა თანამედროვე საბავშვო ბაღები, ახალი საცხოვრებელი სახლები გადაეცა უსახლკარო ოჯახებს.
ახალ 2024 წელს ვგეგმავთ ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის მიმდებარე რეკრეაციული სივრცის განახლებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქალაქითა და კურორტით დაინტერესებული ადამიანების რიცხვს და უზრუნველყოფს როგორც ტურისტული სერვისების განვითარებას, ასევე ადგილობრივთა დასაქმებასა და კეთილდღეობას.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომელმაც აირჩია სწორი გზა – გზა, ევროპისკენ მშვიდობით.
მადლობა პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობას, რომ ესოდენ დიდი პატივი დამდეს და ამირჩეს წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
მადლობა სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ ზვიად შალამბერიძეს თანადგომისთვის და განხორციელებული სამთავრობო პროექტებისთვის.
მადლობა ჩემს გუნდს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომ არა ჩვენი ერთობა, ბევრი კარგი პროექტი არ განხორციელდებოდა.
მადლობა ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ გივი ჭიჭინაძეს, რომლის უშუალო ინიციატივით წყალტუბოში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა.
გულითადი მადლობა მერიის თანამშრომლებს, რომელთა დამსახურებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ყველაზე წინა პოზიციებს იკავებს, მადლობა წყალტუბოში მოქმედ ა(ი)პ-ების ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს,
მადლობა წყალტუბოელ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, კულტურის მუშაკებს, განსაკუთრებული მადლობა იმ სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და იცავენ თქვენს უსაფრთხოებას.
ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ექიმებს, პედაგოგებს, ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და ვინც ზრუნავს ჩვენს ქალაქზე, ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა აქციონ მწვანე ქალაქი ყველასგან გამორჩეულ და ამავე დროს თანამედროვე ევროპულ კურორტად.
ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების სურვილითა და სიყვარულით კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ 2024 წელს!