- 2021-12-16
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
17 დეკემბერს, 14:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის როინ როხვაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
/მომხს: მაკა ჭელიძე/
2. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების” (ს/კ 421277772) რეორგანიზაციის (გაყოფის) დაწყების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განკარგულების პროექტი;
/მომხს: მაკა ჭელიძე/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
/მომხს: მაკა ჭელიძე/
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
/მომხს: მაკა ჭელიძე/
5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
/მომხს: მაკა ჭელიძე/