იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი დოლიძე უძღვებოდა.

სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიასა და საკრებულოში  შრომითი ხელშეკრულებით  დასაქმებულ პირთა  რაოდენობის  შეზღუდვიდან გამონაკლისის  შეთანხმების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის  №49.49210293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის  პირთა და სხვა  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი  სარგოების  ოდენობის  განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.

ასევე, კომისიამ იმსჯელა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საბავშვო  ბაღების გაერთიანების’’  საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.