- 2021-08-18
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრება განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 36 140 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.