იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში და ,,ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიალის გამართვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დაწესების შესახებ.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთში ცვლილებების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.