იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესში ცვლილებების შეტანის საკითხი.დეპუტატებმა იმსჯელეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკრებულოსა და გამგეობის ანგარიშის ფორმის დამკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის N67 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხზე.კომისიის წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ და ა(ა)იპ ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების საკითხი.ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“, ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბო არენას“ წესდებაში ცვლილებების შეტანისა და წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე.