- 2023-12-21
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომიიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- სამხედრო აღრიცხვის , გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის #50 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხზე.