იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
  კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
  დეპუტატებმა, ასევე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
  კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სირცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზაზა ერბელიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი ნიკა მჟავია ესწრებოდნენ.