- 2024-07-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, მოქალაქე მირანდა კიკვიძის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეორნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09.43.043) საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირების შეთანხმების თაობაზე“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28 ივნისის N გ-49.492418010 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხზე.
აგრეთვე, კომისიამ განიხილა ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა“-ს წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.