იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.