იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
აგრეთვე, დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე.
კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.