- 2022-04-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N126 განკარგულებაში ცვლილებისა შეტანის საკითხი.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს N148 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ,,გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) პროგრამის – ,,გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (UNJP) ფარგლებში ,,მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის განხორციელებისთვის 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით გრანტის მიღებისა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი. ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მამისეიშვილი, მერის კოორდინაციის განყოფილების უფროსი მაია ფანჩულიძე და შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ელენე კრავცოვა ესწრებოდნენ.