იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

23 ივნისს,  16:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

/მომხს: მაკა ჭელიძე/

2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

/მომხს: მაკა ჭელიძე/

3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხს: მ. ჭელიძე/

4. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

/მომხს: მაკა ჭელიძე/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ

/მომხს: მაკა ჭელიძე/

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ,,გაეროს განვიტარების პროგრამის“ (UNDP) ერთობლივი პროგრამის – ,,გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (UNJP)ფარგლებში ,,ოჯახების სოციალუ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებისთვის 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით გრანტის მიღებისა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმბის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე

/მომხს: მაკა ჭელიძე/

7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე) მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოყენებისათვის საწვავი ლიმიტის განსაზღვრის შესახებ

/მომხს: მაკა ჭელიძე/

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

/მომხს: მაკა ჭელიძე/