- 2021-09-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა #15-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული უძრავი ქონების (საბავშვო ბაღი) საკ. კოდი #29.08.37.163 სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის“ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს „ორბიტა“-ს შორის 2016 წლის 22 ნოემბერს გაფორმებულ N23 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
6. საქართველოს საპატრიარქოსათვის (ქუთაის- გაენათის ეპარქიის სასულიერო გიმნაზიისათვის) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის ფორმით,უსასყიდლო აღნაგობით, ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის მე-3 შესახვევის # 12-ში მდებარე, საკ.კოდით #29.08.34.144 რეგისტრირებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 10500 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილი 3517 კვ. მ. მიწის ფართის, სწავლის პროცესისათვის საჭირო ღია ტიპის სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურული სხვა ობიექტის მოწყობის მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
7. ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მიკროავტობუსის FORD TRANSIT ძრავის მოცულობა -2,4, რეგისტრაციის ნომერი ZZ 123 BB, გამოშვების წელი 2005, რეგისტრაციის თარიღი 02/06/2017 წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი WFOHXXTTFH5J29812 საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ანდრო ხარაბაძეს შორის 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმებულ N2 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ,’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივლისის № გ-49.49212117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2021 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.