კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

 კომისიამ იმსჯელა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს დირექტორი რევაზ მესხი ესწრებოდა.