- 2022-12-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით მადლობის სიგელები და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადაეცათ განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს: სულიკო სვანიძეს, მარინა კვერნაძეს, ნანა მანაგაძეს, ნინო კუჭუხიძეს, ხათუნა ბუაძეს და ნადეჟდა სიხარულიძეს, მრავალწლიანი წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისათვის.
ღვაწლმოსილმა ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის მერს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მზრუნველობა მნიშვნელოვნად აძლიერებს განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, აძლევს მათ სტიმულს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენისა და მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზებისათვის; მადლიერება გამოხატეს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურისა და წლის განმავლობაში მიღებული მხარდაჭერისათვის.
„საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმატებული საქმიანობა არის საფუძველი უფრო განათლებული, განვითარებული, ლაღი და ჯანსაღი ახალი თაობის აღზრდისა, რომლებიც თავიანთ ღირსეულ სიტყვას იტყვიან საზოგადოების ცხოვრებაში, ასახელებენ ოჯახს, ქალაქსა და ქვეყანას- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ და გამოთქვა მზაობა სამომავლო მხარდაჭერისათვის.
შეხვედრა მომზადდა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, რიმა მარგიანის ორგანიზებით.