- 2024-12-07
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში გამართულ სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ფატი გაგოშიძემ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
2025 წლის ბიუჯეტი გაიზარდა 5 975 000 ლარით და ამ ეტაპზე 35 375 000 ლარით განისაზღვრა.
აღინიშნა, რომ პროექტის მომზადებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებული დაპირებები.
,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მთავარი დოკუმენტია, რომელშიც აისახება საქმიანობის მთავარი მიმართულებები. პრიორიტეტულად რჩება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და გარემოზე ზრუნვის საკითხები, ასევე, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროები. იგეგმება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კულტურულ-რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოსაწყობად, გათვალისწინებულია ბალნეოლოგიური ფაქტორები და საკურორტო დანიშნულება, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური წინსვლისათვის მყარ გარანტიებს ქმნის’’_ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომას უძღვებოდა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ჯანელიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.