მიწის სისტემური რეგისტრაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს არეგისტრირებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – გადაწყვეტილება

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებისა და დასრულების თარიღი გამოქვეყნებულია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეც.  (www.napr.gov.ge), slr.napr.gov.ge.