- 2021-05-20
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენები დაათვალიერეს და სამუზეუმო გაერთიანების აქტივობებს გაეცნენ.

,, წყალტუბო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აქტიურადაა ჩართული მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიაში, პანდემიიდან გამომდინარე მოგვიხდა ტრადიციული ფორმატის შეცვლა, მუზეუმის ხალხმრავალი ცხოვრება გადაეწყო ციფრულ რეჟიმზე. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომელშიც ონლაინ ჩაერთვებიან ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები, დაგეგმილია გამოფენების მოწყობა ღია სივრცეებში. იმედი გვაქვს პანდემია მალე დასრულდება და ისევ გავაგრძელებთ ყველა დაინტერესებული პირის მუზეუმში მიღებას’’- აღნიშნა წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ია კუხალშვილმა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით ყოველწლიურად 10-15 ათას ლარი იხარჯება წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ექსპონატების რესტავრაციის მიზნით.




+4
1799
ადამიანი მოიცვა
198
Engagements
პოსტის რეკლამირება
37
6 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება