- 2022-06-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მუხიანში, “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის ფარგლებში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა (დონორი:EU, KfW)
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი, გენადი ბალანჩივაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პროექტის დაინტერესებული მხარეები და ადგილობრივი მოსახლეობა.
საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა. ღონისძიებაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები აღრიცხული იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და გათვალისწინებული იქნება სკოპინგის დასკვნის გაცემის პროცესში.