- 2024-08-07
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრა გამართა.
შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ და სპორტული მიღწევების მქონე მოსწავლეებს მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
,,განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა, მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. გასულ წელს ჩემი ინიციატივით დავნერგეთ წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის პროგრამა, მიმდინარე წელს ამ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიას 100 და 70% გრანტის მფლობელი სტუდენტები მიიღებენ. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით მომავალში დაიგეგმება ბევრი საინტერესო აქტივობა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად, ჩვენი მწვანე ქალაქის საკეთილდღეოდ, მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ‘’- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
საზაფხულო ბანაკი წყალტუბოში 5 აგვისტოს გაიხსნა. ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარება, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართვა.
საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ხელოვნების დარგის წარმომადგენლებს, საინტერესო ადამიანებს, მოაწყონ ექსკურსიები ჩაერთონ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.
მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საზაფხულო ბანაკის მართვას ორგანიზებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური უწევს.