მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე სოციალურ პროგრამებში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო წინასაახალწლო სამზადისს.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, მერიის სამსახურების უფროსები, დარგობრივი წარმომადგენლები და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.